academic programs

საბაკალავრო პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური  ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის და მთავრდება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: ისტორია  (ხელმძღვანელები – პროფ. თ. დუნდუა, პროფ. თ. პაპასქირი, პროფ. ლ. გორდეზიანი)


სამაგისტრო პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხური, რომელიც მიზნად ისახავს ბაკალავრიატის დონეზე შეძენილი ზოგადი განათლების კონკრეტულ და სიღრმისეულ განვრცობას, სტუდენტისთვის სამეცნიერო კვლევისა და ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე პრობლემის დასმის, საჭირო რესურსების მოძიების, მისი კოპლექსურად შესწავლისა და გადაჭრის უნარ-ჩვევების შეძენას და მთავრდება მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: საქართველოს ისტორია (ხელმძღვანელი პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი)


სადოქტორო პროგრამები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო და უმაღლესი სკოლის პედაგოგიური კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.

სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: ისტორია (ხელმძღვანელები პროფ. თ. დუნდუა, პროფ. მ. ჩხარტიშვილი... პროგრამის კოორდინატორი პროფ. ლ. გორდეზიანი)

Additional information